მილანს ფიორენტინას კიდევ ერთი მცველი უნდა

როსონერის ნიკოლა მილენკოვიჩის ინტერესის შესახებ უკვე ბევრი დაიწერა და ახალი ამბავი არავისთვის არის,თუმცა მილანი ფიორენტინას კიდევ ერთი ცენტრალური მცველით – გერმან პეცელათი ინტერესდება.

მილანი ალესიო რომანიოლის მეწყვილეს ეძებს და ფიორენტინასთან მილენკოვიჩის თაობაზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს,თუმცა Calciomercato-ს ცნობით,ბოლო პერიოდში პეცელას სახელმაც გაიჟღერა.

ამ თემაზე კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა.

„ფეხბურთში წინასწარ რამე თემაზე საუბარი ძნელია,თუმცა ფლორენციაში თავს კარგად ვგრძნობ.

„ფიორენტინა ჩემი მეორე სახლია.ჩემი ოცნებაა,რომ იების მაისურით ევროპულ ტურნირებზე ვითამაშო და ჩემი კარგი თამაშით არგენტინის ნაკრებში ადგილი მოვიპოვო.“

Leave a Reply

Your email address will not be published.