მილანს ფირპოს ტრანსფერი ჩაეშალა
მილანი ბარსელონადან ხუნიორ ფირპოს გაფორმებას ჯერ კდიევ გასული სეზონის სტარტზე ცდილობდა და ის ახლაც როსონერის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო, მაგრამ როსონერიმ ფეხბურთელის გაფორმების შანსი საბოლოოდ დაკარგა.
ჯანლუკა დი მარციოს, ფაბრიციო რომანოს და სხვა გავლენიანი წყაროების ინფორმაციით, ლიდსმა ბარსელონასთან ფირპოს ტრანსფერი საბოლოოდ შეათანხმა.
ინგლისელები ბარსელონას ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს გადაუხდიან, რასაც შემდგომში გარკვეულ ბონუსებსაც დაუმატებენ, მილანს კი მისი გაფორმება იჯარის წესით სურდა, შემდგომში გამოსყიდვის პერპექტივით.