Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ფირპოს ტრანსფერში კონკურენტი გამოუჩნდა

მილანი ბარსელონასთან ხუნიორ ფირპის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს, თუმცა იტალიური მედიის ცნობით როსონერის ინგლისიდან კონკურენტი გამოუჩნდა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ვესტ ჰემი ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდა და 24 წლის უკანახაზელთან მოლაპარაკებები წამოიწყო.

წყაროს ცნობით, მილანს ფირპოს იჯარით აყვანა სურს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, ბლაუგრანას კი მისი ახლავე გაყიდვა ურჩევნია და მის სანაცვლოდ 18 მილიონის მიღება სურს, რისი გადახდაც ვესტ ჰემს არ უნდა გაუჭირდეს…