Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანს ფლორენტინოს ტრანსფერში კონკურენტი გამოუჩნდა

მილანის და ჩელსის მოლაპარაკებები ბაკაიოკოს ტრანსფერთან დაკავშირებით ჩიხში შევიდა და როსონერი მის ალტერნატივებზე გადაერთო.

დიავოლოსთვის ახლა პრიორიტეტული სამიზნე ბენფიკას 21 წლის ნახევარმცველი, ფლორენტინო ლუისი გახდა. მის შეძენას მილანის გარდა ფულჰემი ცდილობდა, თუმცა გუნდებს მონაკოს სახით კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდათ და გავრცელებული ინფორმაციით ლიგა 1-ის ბინადრები პორტუგალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ბენფიკას 1-წლიან იჯარას სთავაზობენ და სეზონის ბოლოს მის გამოსასყიდად 30 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ.

როსონერის წინადადებაც იჯარას მოიცავს, თუმცა 30 მილიონის მაგივრად მილანი 25 მილიონ ევროს სთავაზობს და ფეხბურთელის სურვილმა შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს…

Leave a Reply

Your email address will not be published.