Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ფლორენცი დაუბრუნდა

სანამ საკლუბო ფეხბურთი სანაკრებო ბატალიების გამო შეჩერებულია, გუნდებს დატვირთული გრაფიკის გამო დაშავებული ფეხბურთელების დაბრუნების საშუალება აქვთ და ამ დროს მილანი შესანიშნავად იყენებს.

პიეტრო პელეგრის და ჯუნიორ მესიასის შემდეგ, როსონერის რიგებს ალესანდრო ფლორენცი დაუბრუნდა, რომელმაც ოქტომბრის დასაწყისში მენისკის ოპერაცია გაიკეთა და მას შემდეგ გუნდის დახმარებას ვერ ახერხებდა.

ფლორენციმ დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და სერია ა-ს მომდევნო ტურში ფიორენტინას წინააღმდეგ ის გუნდის განაცხადში იქნება.

ფლორენცი მილანს მიმდინარე სეზონის სტარტზე რომადან, იჯარის წესით შეუერთდა და როსონერის მისი გამოსყიდვა სეზონის ბოლოს 4.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება, მაგრამ ტრავმების და არასტაბილურობის გამო მისი მილანში დარჩენა გადაწყვეტილი არ არის…