Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს წლის დასკვნით შეხვედრაში კიდევ ერთი ფეხბურთელი დააკლდება

ისმაელ ბენასერსა და ფრანკ კესისთან ერთად, მილანს დიდი ალბათობით ლაციოს წინააღმდეგ სანდრო ტონალიც დააკლდება.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ბრეშას ყოფილმა ნახევარმცველმა სასუოლოსთან მატჩში კუნთი დაიზიანა და ლაციოსთან მატჩს დიდი ალბათობით გამოტოვებს, რაც მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ პიოლის ძალიან ცუდ სიტუაციაში აგდებს.

ტრავმის გამო როსონერის ისმაელ ბენასერი ვერ დაეხმარება, რომელსაც დისკვალიფიცირებული ფრანკ კესიც ემატება და სტეფანო პიოლის ბიანკოჩელესტისთან მატჩში 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ნახევარმცველი არ ეყოლება.

როსონერის წლის დასრულება ცხრილის სათავეში სურს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ინტერი მათ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება, მათ ამ შეხვედრის მოგება მართებთ, რაც გუნდში არსებული დანაკლისის ფონზე საკმაოდ რთული იქნება.