Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ხესუს კორონას სამსახური შესთავაზეს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანს 28 წლის პორტუგალიელი ვინგერი ხესუს კორონა შესთავაზეს, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში როსონერის რიგებში ტრანსფერთან ძალიან ახლოს იყო.

მარჯვენა ვინგერს პორტუსთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და SportItalia-ს ინფორმაციით, კორონას გუნდის დატოვება ზამთარში სურს, პორტუგალიელები კი მზად არიან ის შეღავათიან ფასად გაასხვისონ და ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვა სეზონის ბოლოს თავიდან აირიდონ.

მილანისთვის იანვარში პრიორიტეტი დაცვის ცენტრალური ზონის გაძლიერება იქნება, თუმცა თუ პორტუ კორონას ხელსაყრელი თანხის სანაცვლოდ შეელევა, როსონერიმ შესაძლოა მის გაფორმებაზე სერიოზულად იფიქროს…