Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ხვალ რეკორდის დამყარება შეეძლება…

ხვალ მილანი რომს ეწვევა და სტადიო ოლიმპიკოზე ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ლაციოს დაუპირისპირდება.

მიმდინარე სეზონში სტეფანო პიოლის გუნდი გასვლაზე ბევრად უფრო კარგად ასპარეზობს, ვიდრე სახლში. თუ ხვალ მილანი გამარჯვებას მოახერხებს, როსონერი გახდება პირველი გუნდი, რომელიც გასვლით 16 მატჩიდან 14-ში გამარჯვებას მოიპოვებს.