Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ჯენოასთან ბენასერი ვერ დაეხმარება

დღეს მილანი გენუაში ანდრეი შევჩენკოს ჯენოას დაუპირისპირდება და ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ სიტუაციის გამოსწორებას შეეცდება, თუმცა იტალიური წყაროების ინფორმაციით როსონერის ისამელ ბენასერის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა.

MilanNews-ის ინფორმაციით, ალჟირელ ფეხბურთელს ყურის ანთება აქვს, რის გამოც მან გუშინ გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ის დღეს პიოლის განაცხადში მოხვდება.