Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს 10 დღე აქვს…

მილანს სანდრო ტონალის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად 10 დღე დარჩა, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალგარდა იტალიელის იჯარა ამოიწურება და ის ბრეშას დაუბრუნდება.

MilanNews-ის ინფორამციით, როსონერის ხელმძღვანელობას იტალიელი ნახევამცველის ტალანტში და შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება, თუმცა მალდინი და მასარა ბრეშასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის შემცირებას ცდილობენ.

მილანმა ტონალის 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ 10 მილიონი უკვე გადაიხადა და როსონერის მისი გამოსყიდვა 15 მილიონად მოუწევს, რასაც მომავალში სხვადასხვა ბონუსების სახით კიდევ 10 მილიონი დაემატება.

წყაროს ინფორმაციით, ბრეშას პრეზიდენტი სელინო იტალიაში ხვალ დაბრუნდება და უახლოეს დღეებში მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება მოხდება.