Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს სეზონის მსვლელობისას 4 კვირა ბენასერი და კესი დააკლდება…

მილანს 2022 წლის დასაწყისში ისმაელ ბენასერი და ფრანკ კესი სანაკრებო ბატალიების გამო ვერ დაეხმარებიან.

აფრიკის თასი 9 იანვარს დაიწყება და 6 თებერვალს დასრულდება, ბენასერი და კესი კი ალჟირის და კოტ-დიუვარის ლიდერები არიან და მათი ნაკრებები ტურნირის ფავორიტებად მოიაზრებიან, ამიტომ მათი არწასვლა ფაქტობრივად გამორიცხულია.

MilanNews-ის ინფორმაციით, მილანის ხელმძღვანელობას სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ამ ფაქტის გათვალისწინება მოუწევთ, რადგან კესი-ბენასერის გარეშე მილანის ნახევარდაცვა არც თუ ისე შთამბეჭდავად გამოიყურება…

გათიშვა