Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანური გუნდები მოდრიჩის გაფორმების ფავორიტებად მოიაზრებიან

ესპანური გამოცემა Defensa Central-ის ინფორმაციით, მილანი და ინტერი ლუკა მოდრიჩის გაფორმების ფავორიტებად მიიჩნევიან.

ხორვატი ფეხბურთელის კონტრაქტი ბლანკოსთან მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და იმის მიუხედავად, რომ მოდრიჩს რეალში დარჩენა სურს, მადრიდის რეალი ფეხბურთელისთვის კონტრაქტის შეთავაზებას არ ჩქარობს.

წყაროს ინფორმაციით, მილანის და ინტერის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტთან მუდმივ კავშირზე არიან და თუ იანვრამდე რეალი ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებს, დიდი ალბათობით მოდრიჩი კარიერას რომელიმე მილანურ გრანდში განაგრძობს.