Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანური დერბი გრძელდება…

უკვე მერამდენე თვეა, მთელი იტალია სანდრო ტონალის ინტერში ტრანსფერს ელოდება, თუმცა საგას დასასრული არადა არ უჩანს და Corriere dello Sport-ი იმასაც ამტკიცებს, რომ მილანს ახალგაზრდა იტალიელის გაფორმების შანსი ჯერ კიდევ აქვს.

გამოცემის ინფორმაციით, პაოლო მალდინი ტონალის ტრანსფერზე ჩუმად, სცენის მიღმა მუშაობდა და მილანი მზად არის, ბრეშას ინტერზე მსუყე თანხა შესთავაზოს.

ინტერმა და ბრეშამ შეთანხმებას ჯერ კიდევ გასულ თვეში მიაღწიეს. ნერაძურის ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა, თუმცა იმის გამო, რომ გუნდი ფეხბურთელების გაყიდვას ვერ ახერხებს, ინტერს აღნიშნული თანხის გადახდა ჯერჯერობით არ შეუძლია, ბრეშას პრეზიდენტი კი ლოდინით დაიღალა და მზად არის, ტონალის სანაცვლოდ მიღებული ახალი წინადადებები განიხილოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.