Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანური დერბი ჩელსის უკანახაზელის გასაფორმებლად

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ინტერის შემდეგ, ჩელსის ცენტრალური მცველის ტრევო ჩალობას გაფორმების სურვილი მილანმაც გამოთქვა, რომელიც ალესიო რომანიოლის შემცვლელის ძიებას განაგრძობს.

წყაროს ცნობით, მილანს, ინტერის მსგავსად, ახალგაზრდა ფეხბურთელის იჯარით დამატება სურს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

დი მარციოს თქმით, ჩელსი ფეხბურთელის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა პირველ რიგში მათ ლესტერიდან უესლი ფოფანას გაფორმება სურთ, რის შემდეგაც ჩალობას წასვლის საშუალებას მისცემენ.