Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანური დერბი Coppa Italia-ზე ?

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა Coppa Italia-ს მატჩი ტორინოსა და ენტელას შორის. შეხვედრაში გამარჯვება და მომდევნო ეტაპზე გასვლის უფლება ტურინელებმა მოიპოვეს.

მათი მომდევნო მეტოქე მილანი იქნება, თამაში 13 იანვარს, სან სიროზე გაიმართება და დუელში გამარჯვებულის ვინაობა ერთ შეხვედრაში გადაწყდება.

შემდეგ ეტაპზე გასული გუნდი ინტერი – ფიორენტინას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება და გუნდების დღევანდელი ფორმების გათვალისწინებით, დიდი ალბათობით წინ კიდევ ერთი მილანური დერბი გველის.