Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანურ დერბიში ბრემერის გასაფორმებლად ინტერი დაწინაურდა

მილანი და ინტერი ტორინოს ბრაზილიელი ცენტრალური მცველის ბრემერის გასაფორმებლად ბრძოლას განაგრძობენ და იტალიური წყაროების ცნობით, ნერაძური ამ მომენტისთვის ფავორიტად მოიაზრება.

მილანი სიმონ კიაერის შემცვლელის ძიებაშია, ინტერი კი სტეფან დე ვრეის პოტენციურ ალტერნატივას ეძებს, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და მისი გუნდიდან შესძლო წასვლის შესახებ აქტიურად იწერება.

Calciomercato-ს ინფორამციით, ინტერი როგორც ტორინოსთან, ასევე თავად ფეხბურთელთან უკვე რამდენიმე კვირაა მოლაპარაკებებს აწარმოებს და ბენეამატას ფეხბურთელისგან ტრანსვერზე მწვანე შუქი უკვე მიღებული აქვს…