Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანში დინამოს 14 ულტრასი დააკავეს…

მილანის პოლიციამ ქალაქში ზაგრების დინამოს 14 ულტრასი დააკავა, რომლებსაც ჩხრეკის დროს დანა და სხვა სახის ცივი იარაღი აღმოაჩნდათ.

დინამოს მილანში დაახლოებით 4,000 ‘Bad Blue Boys-ის’ ულტრასი ჩაყვა, რომლებიც როსონერისთან ჩემპიონთა ლიგის მატჩს დაესწრებიან.

MilanNews-ის ცნობით, ქომაგებს შორის რაიმე სახით კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად, დღეს წესრიგს სან სიროზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით სამართალდამცავი დაიცავს.