Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანში იოვიჩის აგენტს ელოდებიან…

როსონერის ხელმძღვანელობა შეტევის ხაზის გაძლიერებას გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშიც ცდილობდა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრავმის შემდეგ, შეტევის გაძლიერება გუნდის ერთ-ერთ მთავარი საზრუნავი იქნება.

ლუკა იოვიჩი არის ის ფეხბურთელი, რომელსაც მილანს უკვე რამდენიმე თვეა უკავშირებენ და სერბული გამოცემა Mozzart Sport-ის მტკიცებით, იოვიჩის აგენტი ფალი რამადანი მილანში დღეს ჩაფრინდება და როსონერის წარმომადგენლებთან ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს.

მილანი იანვარში ფორვარდის ტრანსფერზე ბევრი ფულის დახარჯვას არ აპირებს, ამიტომ ერთადერთი ვარიანტი იოვიჩის იჯარით გაფორმებაა, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც იმის გათვალისწინებით, რომ რეალი სერბ ფეხბურთელს თითქმის არ იყენებს, შესაძლოა ორივე გუნდისთვის გამოსავალი იყოს.

მილანს იოვიჩის გარდა მილიკი, ჟირუ და სელტიკის ედუარდი დაუკავშირეს, თუმცა არც ერთი გუნდი თავისი ფეხბურთელის იჯარით გაშვებას არ აპირებს, რაც იოვიჩს ამ ეტაპზე ერთადერთ რეალურ კანდიდატად ტოვებს.