Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანში კონეს ტრანსფერი ჩაიშალა ?

იტალიურ მედიაში ბოლო დღეებში ბევრჯერ დაიწერა, რომ მილანმა ტულუზას ნახევარმცველთან, კუადიო კონესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ერთი შეხედვით ტრანსფერი ლოგიკურ დასასრულამდე მიდიოდა, თუმცა როგორც ჩანს ახალგაზრდა ფრანგი ტალანტი მილანში იანვარში არ გადავა.

ტულიზას მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა და მისი იანვარში გუნდიდან წასვლა კატეგორიულად გამორიცხა.

„გუნდის ხელმძღვანელობისგან კონტეს გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ არასდროს არაფერი მსმენია და მეტსაც გეტყვით, მისი გუნდიდან წასვლა იანვარში გამორიცხულია.

„ძალიან საამაყოა, რომ შენი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებით ასეთი დიდ გუნდები ინტერესდებიან, თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ კონე იანვარში არ დაგვტოვებს.

„მე მედიაში გავრცელებული ინფორმაციას ვერ გავაკონტროლებ და ეს არც მადარდებს.“