Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილენკოვიჩი ინტერსაც მოუნდა

ნერაძური მილან შკრინიარის გაყიდვას ცდილობს, რომლის შეძენითაც პსჟ ინტერესდება და ანტონიო კონტე მის შემცვლელად ფიორენტინას ფეხბურთელის, ნიკოლა მილენკოვიჩს გაფორმებას გეგმავს, რომელიც ამავდროულად მილანის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.

პარიზული გუნდი ინტერთან მილან შკრინიარის და რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. ფრანგებს ორივე მათგანის გაფორმება დაახლოებით 70 მილიონი ევრო დაუჯდებათ, რის შემდეგაც ინტერისთვის მილენკოვიჩის სანაცვლოდ მოთხოვნილი 40 მილიონი ევროს გადახდა პრობლემა არ იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published.