Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილენკოვიჩი პიოლის მთავარი სატრანსფერო მოთხოვნაა

MilanNews-ის ინფორმაციით, მილანი ფიორენტინას უკანახაზელის, ნიკოლა მილენკოვიჩის გაფორმების იმედს არ კარგავს და მზად არის, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფიორენტინას ახალი წინადადებით მიმართოს.

ახალი არავისთვის არის, რომ მილანი ცენტრალურ მცველს ჯერ კიდევ გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდიდან ეძებს. როსონერის სახელს შალკეს ოზან კაბაკი, ვერონას მატეო ლოვატო და სტრასბურგის მოჰამედ სიმაკანი დაუკავშირეს, თუმცა სტეფანო პიოლის ფავორიტი სწორედ მილენკოვიჩია.

ზაფხულს ფიორენტინამ მის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო მოითხოვა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მილენკოვიჩის კონტრაქტი იებთან 2022 წელს იწურება, მათ დროთა განმავლობაში ფასის დაკლება მოუწევთ, რადგან ფეხბურთელმა კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა.

მილანს ამ ტრანსფერში ფეხბურთელის აგენტის, ფალი რამადანის დახმარების იმედი აქვს, რომელთანაც როსონერის ხელმძღვანელობას ძალიან კარგი ურთიერთობა აკავშირებს.