Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილენკოვიჩი სერია ა-ს ტოვებს…

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იტალიური ფეხბურთი არაერთმა ვარსკვლავმა თუ ახალგაზრდა ფეხბურთელმა დატოვა და როგორც ჩანს, მათ სიას ფიორენტინას ახალგაზრდა უკანახაზელი ნიკოლა მილენკოვიჩი შეუერთდება.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ფიორენტინა და ვესტ ჰემი 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს განაგრძობენ და შეთანხმებამდე დეტალებიღა აშორებთ.

წყაროს ცნობით, იები მილენკოვიჩის სანაცვლოდ, რომლის გაფორმებაც იუვენტუსს, ინტერს და მილანსაც სურდათ, 17 მილიონ ევროს მიიღებს, მომავალში მისი გაყიდვის შემთხვევაში კი ფლორენციელებს საერთო თანხის 10 პროცენტი ჩაერიცხებათ.