Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილიკისთვის ბრძოლას ევერტონიც გამოეთიშა…

როგორც ჩანს, არკადიუშ მილიკს უქმად ყოფნა სეზონის ბოლომდე მოუწევს. იუვენტუსის, რომას და სხვა გუნდების შემდეგ, ფეხბურთელის ტრანსფერზე ზამთარში მუშაობაზე უარი კიდევ ერთმა გუნდმა ევერტონმა თქვა.

არკადიუშ მილიკმა ნაპოლისთან სეზონის სტარტზე კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა, რის გამოც პარტენოპეიმ პოლონელი ფორვარდი გუნდიდან მოკვეთა და მიმდინარე სეზონში მას მოედანზე არც ერთი წუთი არ გაუტარებია, თუმცა ამის მიუხედავად ნაპოლი ფეხბურთელის სანაცვლოდ 15-18 მილიონს ითხოვს და ნაკლებ წინადადებას არც კი განიხილავს.

როგორც ჩანს, მილიკი ნაპოლის სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და დიდი ალბათობით ის იუვენტუსის ფეხბურთელი გახდება.

გათიშვა