Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილიკის ტრანსფერში რომა დაწინაურდა

იტალიური მედიის ინფორმაციით, არკადიუშ მილიკის ტრანსფერისთვის გამართულ ბრძოლაში რომა დაწინაურდა.

პოლონელი ფორვარდი მარსელს იჯარის წესით ნაპოლიდან შეუერთდა და ფრანგულ გუნდს სეზონსი ბოლოს მისი გამოსყიდვის ვალდებულება აქვს, თუმცა თუ მარსელი ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, რაც ძალიან გაუჭირდება, მილიკის კონტრაქტში არსებული პუნქტი ამოქმედდება და მისი გამოსყიდვა ნებისმიერ მსურველს 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.

გასული ზაფხულიდან მოყოლებული, მილიკის სახელს იუვენტუსს და რომას უკავშირებდნენ და ტურინელები ფავორიტებად მოიაზრებოდნენ, თუმცა Tuttosport-ის ცნობით, რომა, რომელიც ედინ ჯეკოს შემცვლელს ეძებს, პოლონელ ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და მზად არის, სეზონის ბოლოს ის მარსელიდან გამოისყიდოს.