Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილიკი:“ იანვარს მოუთმენლად ველოდები”

არკადიუშ მილიკის თქმით, ის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას მოუთმენლად ელოდება.

„პანდემიის გამო, ძალიან უცნაური პერიოდი გამოვიდა. ჩვენი თამაშის ხარისხი საუკეთესო არ იყო და ჩემპიონატო მე-7 ადგილზე დავასრულეთ.

„პანდემიის გამო რთული პერიოდი გამოვიარეთ, შემდეგ კი მწვრთნელი შეგვეცვალა, მაგრამ სეზონი მაღალ ნოტაზე დავასრულეთ და კარიერაში პირველი ტიტულის მოგება მოვახერხე.

„ახლა კი იმედი მაქვს, რომ ნაპოლი იანვარში რომელიმე გუნდთან შეთანხმებას მიაღწევს და ნაპოლის დატოვების საშუალება მექნება, იქამდე კი ნაკრებში ვითამაშებ და არ მგონია, რომ 3 თვეში ფორმიდან ამოვვარდე.“