Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილიკი ინგლისს უახლოვდება

არკადიუშ მილიკი ახალი გუნდის ძიებას აგრძელებს და მას შემდეგ, რაც იუვენტუსის და რომას ინტერესი მის მიმართ მიწყნარდა, პოლონელი ფეხბურთელი ტოტენჰემის ვარიანტს განიხილავს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ფორვარდსა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა უკიდურესად გაფუჭდა და ფეხბურთელის ნაპოლიში დარჩენის შანსი არ არსებობს, ამიტომ მილიკი იმ ერთადერთ გუნდში გადასვლას აპირებს, რომელმაც ჯერჯერობით ფეხბურთელის ტრანსფერზე სერიოზული ინტერესი გამოავლინა.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მილიკს იტალიაში დარჩენა სურს, თუმცა არც იუვენტუსი და არც რომა მასში 50 მილიონ ევროს არ გადაიხდიან, დე ლაურენტისი კი ფეხბურთელს ამაზე ნაკლებ ფასად არ გაუშვებს…

Leave a Reply

Your email address will not be published.