Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილიკი იუვენტუსის რადარზე დაბრუნდა

რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, რომ იუვენტუსი ალვარო მორატას იჯარას გაახანგრძლივებას და მის შენარჩუნებას კიდევ ერთი სეზონით გეგმავს, მაგრამ ამის მიუხედავად მაქს ალეგრის კიდევ ერთი ფორვარდის დამატება უნდა და Calciomercato-ს ინფორმაციით, პრიორიტეტული სამიზნე არკადიუშ მილიკი იქნება.

პოლონელ ფორვარდს უკვე დიდი ხანია, რაც იუვენტუსის სახელს უკავშირებენ, თუმცა ტრანსფერი ფინანსური შეუთანხმობლის გამო არაერთხელ ჩაიშალა.

ნაპოლის ყოფილი ფორვარდი ახლა ლიონის ღირსებას იცავს, მაგრამ მან იუვენტუსში თამაშის სურვილი არაერთხელ დააფიქსირა და ბიანკონერის 27 წლის ფორვარდის ტრანსფერი დაახლოებით 15 მილიონი დაუჯდება.