Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილიკი იუვეს აღარ დაელოდება

არკადიუშ მილიკი იუვენტუსის სასურველ სიაში კვლავ არის, თუმცა ტურინელებს სურთ, რომ მისი კონტრაქტი ნაპოლისთან ამოიწუროს და სეზონის ბოლო პოლონელი ფეხბურთელი უფასოდ დაიმატონ.

Calciomercato-ს ინფორმაციით კი იმის მიუხედავად, რომ მილიკს და იუვენტუსს პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვთ, არკადიუში სეზონის ბოლომდე მოცდას არ აპირებს და თუ იუვე იანვარში კონკრეტულ ნაბიჯს არ გადადგამს, ის სხვა გუნდს შეუერთდება.

ნაპოლიმ მილიკი არც სერია ა-ს და არც ევროპა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სხვა გუნდში გადასვლამდე ფეხბურთის გარეშე მოუწევს ყოფნა და 26 წლის ფეხბურთელი ზაფხულამდე მოცდას არ აპირებს.

მილიკმა, რომელიც ნაპოლის 2016 წელს აიაქსიდან, 33 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, პარტენოპეის რიგებში 122 მატჩი ჩაატარა და 48 გოლის გატანა მოახერხა.