Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილიკი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს

როგორც დაანონსებული იყო, დღეს იუვენტუსის წარმომადგენლებსა და არკადიუშ მილიკის აგენტს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც პოლონელი ფორვარდის ტურინში ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყდა.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი მილიკის 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს გადაიხდის, მისი შემდგომში 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით.

ფეხბურთელის კონტრაქტს რაც შეეხება, ის ტურინელებთან 4-წლიან (1+3) კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც არეკის გასამრჯელო 3.5 მილიონი იქნება. სატრანსფერო თანხის 20 პროცენტს ნაპოლი მიიღებს.