Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილიკი მანჩესტერსაც მოუნდა

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 1 კვირა რჩება, არკადიუშ მილიკის მომავალი კი კვლავ გაურკვეველია.

პოლონელი გოლეადორის სახელს ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად ევერტონს და ტოტენჰემს უკავშირებდნენ, თუმცა სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელის ტრანსფერზე პრეტენზია მანჩესტერ იუნაიტედმაც გამოთქვა.

ფეხბურთელს პარტენოპეისთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს უმთავრდება და დე ლაურენტისი იძულებულია, ფეხბურთელი 25 მილიონ ევროდ გაყიდოს.