მილიკი მინიმუმ 1 თვე იუქმებს
იუვენტუსის ფორვარდმა არკადიუშ მილიკმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და პოლონელმა ფორვარდმა არც თუ ისე კარგი შედეგები მიიღო.
მილიკმა ტრავმა მონცასთან მატჩის მსვლელობისას მიიღო, რის გამოც იუვენტუსს შეხვედრის ჩამთავრება 10 კაცით მოუწია.
პოლონელმა სამედიცინო სემოწმება დღეს ჩაიტარა და მას მარცხენა ბარძაყის კუნთის მეორე ხარისხის ტრავმა დაუდასტურდა.
TuttoJuve-ს ცნობით, მილიკის მოედანზე დაბრუნების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. ის განმეორებით შემოწმებას 2 კვირაში გაივლის, რის შემდეგაც ზუსტად გახდება ცნობილი, როდის შეძლებს არეკი დაბრუნებას.