Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნაპოლის სპორტული დირექტორი:“მილიკს შეუძლია წავიდეს“

ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯიუნტოლიმ არკადიუშ მილიკის გუნდიდან წასვლა არ გამორიცხა.

ფეხბურთელს ესპანური გრანდების გარდა,იუვენტუსს და მილანს უკავშირებენ და ნაპოლის მის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს მიღება სურს.

Sky Italia-სთან საუბრისას,ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა განაცხადა:

„სიმართლე გითხრათ,ჩვენ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება გვინდა და ამაზე ვმუშაობთ.ის ძალიან კარგი ფორვარდია,თუმცა თუ მილიკმა გახანგრძლივება არ მოინდომა,მას ტრანსფერზე დავაყენებთ.პოლონელი გუნდში მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება,თუ ეს მისი სურვილი იქნება.ნაპოლი მისით დ ამის გარეშეც განაგრძობს წინსვლას.“

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია,რომ მილიკმა ნაპოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა,რაც პოლონელის გუნდის დატოვების მომასწავლებელია.