Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილიკი ნაპოლიში რჩება ?

ნაპოლის პოლონელ ფორვარდს, არკადიუშ მილიკს, როგორც ჩანს კონტრაქტის ამოწურვამდე სან პაოლოზე დარჩენა მოუწევს.

იუვენტუსის და რომას შემდეგ, მისი ტრანსფერი ტოტენჰემშიც ჩაიშალა. ლონდონელებმა 26 წლის ფეხბურთელზე უარი თქვეს და ბენფიკადან კარლოს ვინისიუსის შეძენას აპირებენ.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 4 დღით ადრე მილიკს მსურველი არ ჰყავს და თუ ასე გაგრძელდა, პოლონელს, რომელსაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, ნაპოლიში დარჩენა ხელშეკრულების დასრულებამდე მოუწევს.