Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილიკი:“ ნაპოლი კარგად არ მომექცა“

არკადიუშ მილიკის თქმით, მან რამდენიმე გუნდის წინადადება მიიღო, თუმცა პარტენოპეიმ მისი ტრანსფერი დაბლოკა.

„ნაპოლის კონტრაქტის გახანგრძლივება სურდა და არჩევანის წინაშე დამაყენა – „ხელი მოაწერე, ან წადი!“ მე გადავწყვიტე, რომ ახალი გამოწვევა მსურდა და ახალ კონტრაქტზე უარი ვთქვი.

„ჩემი აგენტი ახალ გუნდს ეძებდა და დაინტერესებულები მრავლად იყვნენ, რამდენიმე მათგანთან კი შეთანხმებასაც მივაღწიეთ, თუმცა პანდემიამ სიტუაცია გაართულა. გუნდების დასახელება არ მსურს, თუმცა ვადასტურებ, რომ რამდენიმე მათგანის წინადადება მართლაც მივიღე, მაგრამ დაინტერესებულმა გუნდებმა ნაპოლისთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და დარჩენა მომიწია.

„იმის შესახებ, რომ ნაპოლიმ სერია ა-ს განაცხადში არ შემიყვანა, მედიის საშუალებით გავიგე. სიმართლე გითხრათ, ასეთ გადაწყვეტილებას ველოდი, თუმცა გუნდის მხრიდან კომუნიკაციის ნაკლებობა ნამდვილად მიკვირს, ეს არაპროფესიონალურია და მათგან მე ასეთი მობყროვა არ დამიმსახურებია.

„არიან სხვა ფეხბურთელებიც, რომლებმაც კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვეს, თუმცა მათთან მიმართებაში ყველაფერი კარგად არის. გასული 2 სეზონის განმალობაში მე გუნდის ბომბარდირი ვიყავი და თითოეულ თამაშში 100 პროცენტით ვიხარჯებოდი.

„ჩემს გადაწყვეტილებებს არ ვნანობ. მართალია ცოტა ხანი ფეხბურთის გარეშე მომიწევს თამაში, თუმცა მე უფრო ძლიერი დავბრუნდები.“