Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილიკი ტურინში ჩავიდა (ვიდეო)

როგორც მოსალოდნელი იყო, პოლონელი ფორვარდი არკადიუშ მილიკი ცოტა ხნის ტურინში ჩაფრინდა, სადაც ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და იუვენტუსის რიგებს შეუერთდება.

28 წლის ფორვარდი ტურინში 1-წლიანი იჯარით გადაბარგდება, რის სანაცვლოდაც იუვე მარსელს 2 მილიონს გადაუხდის, შემდგომში მისი 8 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით.

ნაპოლის ყოფილ ფორვარდს სერია ა-ში 93 მატჩი აქვს ჩატარებული და მან 38 გოლის გატანა მოახერხა.