Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილიკი ფიორენტინას უახლოვდება

იტალიაში არკადიუშ მილიკის ფიორენტინაში შესაძლო გადასვლის შესახებ ხმები უფრო და უფრო მატულობს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, პოლონელი ფიორენტინას იჯარის წესით შეუერთდება, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით, რის სანაცვლოდაც იები 20 მილიონ ევროს გადაიხდიან.

მილიკს ნაპოლისთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, ამიტომ პირველ რიგში პარტენოპეისთან ხელშეკრულების გახანგრძლივება მოუწევს.

Corriere del Mezzogiorno-ს მტკიცებით, ფიორენტინას მილიკთან პირადი კონტრაქტის დეტალები ჯერ არ შეუთანხმებია, თუმცა მხარეები მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.