Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილიკი ყველა წინადადებას უარით ისტუმრებს, მას იუვეში სურს…

გავრცელებული ინფორმაციით, არკადიუშ მილიკმა უკვე არაერთი გუნდი გაისტუმრა უარით და ის იუვენტუსის წინადადებას ელოდება.

ნაპოლის ფეხბურთელის რომაში გაშვება და მის სანაცვლოდ ჩენგიზ უნდერის მიღება სურდა, თუმცა პოლონელმა ფეხბურთელმა რომაში გადასვლა არ ისურვა.

მილიკის კონტრაქტი ნაპოლისთან მომავალი სეზონის ბოლოს იწურება და მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა ნაპოლისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა, პარტენოპეის მისი გაყიდვა მოუწევს.

სარის იუვედან წასვლის მიუხედავად, ბიანკონერის მილიკის შეძენა მაინც სურს, თუმცა ნაპოლის მიერ მოთხოვნილი 50 მილიონის გადახდას არ აპირებს. ნაპოლიმ მილიკის შემცვლელი უკვე გაიფორმა და დიდი ალბათობით, დე ლაურენტისს ფეხბურთელის გაცილებით ნაკლებ ფასად გაყიდვა მოუწევს.

Leave a Reply

Your email address will not be published.