Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილიკი ყოყმანობს…

იტალიური მედიის ინფორამციით, რომა და ნაპოლი არკადიუშ მილიკის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. ჯალოროსი პოლონელ ფეხბურთელს იჯარით აიყვანს, რის სანაცვლოდაც 3 მილიონ ევროს გადაიხდის, შემდგომში კი მისი გამოსყიდვის ვალდებულება 15 მილიონ ევროდ დაეკისრება, რასაც სხვადასხვა ბონუსების სახით 7 მილიონი ევრო დაემატება.

რომა 26 წლის ფორვარდს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, სეზონში ანაზღაურების სახით კი 4.5 მილიონ ევროს, თუმცა Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მილიკი რომაში გადასვლას ყოყმანობს და ჯერჯერობით მისი პასუხი ცნობილი არ არის.

პოლონელი ფეხბურთელი იმედს არ კარგავს, რომ იუვენტუსი მის ტრანსფერზე გააქტიურდება. მან სწორედ ბიანკონერის გამო არ გაახანგრძლივა ნაპოლისთან კონტრაქტი, თუმცა მაურიციო სარის გუნდიდან წასვლის შემდეგ მილიკმა მეორე პლანზე გადაიწია…

Leave a Reply

Your email address will not be published.