Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილიკი შესაძლოა ზაფხულში სერია ა-ში დაბრუნდეს…

არკადიუშ მილიკის მარსელთან გაფორმებულ კონტრაქტში პოლონელი პორვარდის გამოსასყიდ თანხად 12 მილიონი ევროა მითითებული, რომლის ამოქმედებაც ნებისმიერ გუნდს შეუძლია, მათ შორის იტალიურ გრანდებსაც.

მილიკი ნაპოლიდან მარსელში იანვარში იჯარის წესით გადავიდა, თუმცა ფრანგულ გუნდს მისი გამოსყიდვის ვალდებულება 8 მილიონ ევროდ აქვს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ზაფხულიდან პოლონელი ფორვარდის გამოსყიდვა ნებისმიერ მსურველს 12 მილიონ ევროდ შეეძლება და არ არის გამორიცხული, რომ რომამ და იუვენტუსმა ფეხბურთელის გაფორმება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კიდევ ერთხელ სცადონ.