მილიკმა ნაპოლის დატოვება გადაიფიქრა?

იუვენტუსის და მილანის სატრანსფერო სამიზნემ,არკადიუშ მილიკმა ნაპოლის დატოვება გადაიფიქრა და გუნდთან ახალ კონტრაქტზე აწარმოებს მოლაპარაკებას.

ამას ერთბაშად რამდენიმე იტალიური წყარო ამტკიცებს.არკადიუშ მილიკს მიმდინარე კონტრაქტი მომავალ წელს ეწურებოდა,მის გახანგრძლივებას არ აპირებდა და გუნდის დატოვება სურდა.

მისი შეძენის მთავარი კანდიდატები კი ტურინელები იყვნენ,რომლებიც გონსალო იგუაინის შემცვლელს ეძებენ,თუმცა როგორც ჩანს,ბიანკონერის 9-ნის ძებნა სხვაგან მოუწევს.

ნაპოლის სპორტული დირექტორი და ფეხბურთელის აგენტი ერთმანეთს უკვე შეხვდნენ და კონტრაქტის გახანგრძლივება განიხილეს.

Leave a Reply

Your email address will not be published.