Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილიკმა რომასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

SportItalia-ს ჟურნალისტის, ალფრედო პედულას ინფორმაციით, რომამ არკადიუშ მილიკთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ახლა ჯალოროსი ნაპოლისთან ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებს.

წყაროს ინფორმაციით, მილიკი რომასთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და სეზონში ანაზღაურების სახით 5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც სხვადასხვა ბონუსები დაემატება.

მილიკი ნაპოლიში აიაქსიდან 2016 წელს, 32 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და მისი მიმდინარე ხელშეკრულება მომავალი სეზონის ბოლოს იწურება. იქიდან გამომდინარე, რომ პოლონელმა ფეხბურთელმა პარტენოპეისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა, ნაპოლის მისი გაყიდვა საკმაოდ დაბალ ფასად, 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ მოუწევს.

Leave a Reply

Your email address will not be published.