Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილიკს ინგლისში მსურველების რიგი უდგას

ნაპოლი არკადიუშ მილიკის გაყიდვაზე მუშაობას განაგრძობს და ინგლისური და იტალიური მედიის ინფორმაციით, ტოტენჰემს, ევერტონს და მანჩესტერ იუნაიტედს პოლონელი ფეხბურთელის ტრანსფერში კონკურენციას მანჩესტერ სიტიც გაუწევს.

სერხიო აგუეროს და გაბრიელ ჟესუსის ტრავმების ფონზე ქალაქელებს ნომინალური ცხრიანი აღარ დარჩა და მათთვის მილიკი იდეალური ვარიანტია, მაღალი დონის ფორვარდი, რომლის შეძენაც შედარებით იაფად, 25 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი.