Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილიკს რომაში გადასასვლელად ნაპოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივება მოუწევს

როგორც უკვე მოგახსენეთ, გუშინ არკადიუშ მილიკის აგენტი რომას წარმომადგენლებს შეხვდა და რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, პოლონელი ფეხბურთელის ტრანსფერი რომაში საბოლოოდ გადაწყდა.

ჯალოროსი მილიკს 1-წლიანი იჯარით იაყვანს, შემდგომში კი მისი გამოსყიდვის ვალდებულება 18 მილიონ ევროდ ექნება, რასაც სხვვადასხვა ბონუსის სახით კიდევ 7 მილიონი ევრო დაემატება.

იქიდან გამომდინარე, რომ მილიკს ნაპოლისთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება, რომამ კი ის იჯარის წესით უნდა გაიფორმოს, მილიკს ნაპოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივება მოუწევს, რის შემდეგაც პოლონელი გოლეადორი დედაქალაქელებს შეუერთდება, ედინ ჯეკო კი იუვენტუსს მიაშურებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.