Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილინკოვიჩ-სავიჩის მამამ ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა

გასული დღეების განმავლობაში იტალიურ მედიაში ლაციოს ნახევარმცველს მილინკოვიჩ-სავიჩსა და გუნდის თავკაცს მაურიციო სარის შორის კონფლიქტზე ბევრმა ისაუბრა და მისი გუნდიდან წასვლაზეც კი იწერებოდა, თუმცა ფეხბურთელის შემდეგ (იხილეთ აქ), ამჯერად სავიჩის მამამ დაადასტურა, რომ მისი შვლი არწივების რიგებში თავს კარგად გრძნობს.

„იტალიაში ყოფილი იუგოსლავიის წარმომადგენლებს დიდი ისტორია აქვთ. მან მთელი ეს წლები გაატარა ლაციოში და ისეთი დიდი ფეხბურთელების კვალს მიყვება, როგორებიც მიჰაილოვიჩი და სტანკოვიჩი იყვნენ.

„ახლა მან ნედვედის რეკორდსაც გადაასწრო და ის არის ყველაზე შედეგიანი უცხოელი ნახევარმცველი ლაციოს ისტორიაში, რაც ძალიან დიდი პატივია თუ გაიხსენებთ იმ ფეხბურთელის სახელებს, რომლებიც ლაციოს რიგებში ასპარეზობდნენ.

„მისი ლაციოდან წასვლის შესახებ ბევრს საუბრობენ, მაგრამ ის ლაციოში ბედნიერია. გუნდის პრეზიდენტმა მის სანაცვლოდ მიღებული არაერთი მნიშვნელოვანი წინადადება უარით გაისტუმრა და ფაქტია, რომ სერგეის გაშვება არც გუნდს სურს.“