Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილინკოვიჩ-სავიჩი:“ ვლაჰოვიჩი კარგი ფეხბურთელი არ არის, ის შესანიშნავია…“

ლაციოს ნახევარმცველმა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა თანამემამულე დუშან ვლაჰოვიჩის შესახებ ისაუბრა.

„ვლაჰოვიჩი ? ის უბრალოდ კარგი ფეხბურთელი არ არის, ის უბრალოდ შესანიშნავია და დარწმუნბული ვარ, რომ ამას მისი სტატისტიკაც ამბობს.

„დუშანი იმ ფეხბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც თავისი თამაშით კმაყოფილი არასოდეს არ არის და განვითარებაზე დაუღალავად მუშაობს, ამიტომ ის დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მოუმატებს.

„არც ვარჯიშებზე და არც უშუალოდ მატჩებში ის თავის დაზოგვაზე არ ფიქრობს, კარგი მომენტების გაფუჭების შემთხვევაში კი საკუთარი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი თავადვეა.

„მას გოლის გატანის და გამარჯვების შიმშილი აქვს, მე მისი ხასიათი და მოტივაცია მომწონს და დარწმუნებული ვარ, რომ მას წინ დიდი მომავალი აქვს.“