Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილინკოვიჩ-სავიჩი:“ ლაციო ევროპა ლიგაზე მაქსიმალურად შორს გასვლას გეგმავს“

მაურიციო სარის შემდეგ, ლოკომოტივთან მატჩის შესახებ ლაციოს ნახევარმცველმა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმაც ისაუბრა.

„მე ბედნიერი ვარ, რომ ლაციოში უკვე საკმაოდ დიდი ხანია ვიმყოფები და გუნდის ვიცე-კაპიტანი ვარ, ეს ჩემთვის დიდი პატივია.

„მე თავს ლიდერად ვგრძნობ, მე ლაციოს მაისურით უვკე 7 წელია ვთამაშობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მეგობრული გუნდი გვყავს, რაც მოედანზეც ძალიან გვეხმარება.

„ჩემი ლაციოდან შესაძლო წასვლა ? ამ საკითხზე მე სეზონის მსვლელობისას არ ვფიქრობ. ჩემი მიზანი გუნდისთვის მაქსიმალურად დიდი დახმარების გაწევაა, სეზონის ბოლოს კი ჩვენ ყოველთვის გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ, გადაწყვეტილებას, რომელიც ორივე მხარისთვის საუკეთესოა.

„ჩვენი ამბიციები ევროპა ლიგაზე ? ჩვენ ისეთი მოტივაცია გვაქვს, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე. გუნდს ყველა ტურნირზე თავისი პოტენციალის გამოვლენა და მაქსიმალურად შორს გასვლა სურს, ამიტომ ჩვენ ჩვენს თავს ლიმიტს არ ვუწესებთ.“