Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილინკოვიჩ-სავიჩი პსჟ-ს უახლოვდება?

მილინკოვიჩ-სავიჩის ლაციოს დატოვების საკითხი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება.მისი გაფორმებით იუვენტუსი,მანჩესტერ იუნაუტედი და პსჟ არიან დაინტერესებულები.

25 წლის ნახევარმცველი განაგრძობს თავისი ტალანტის დემონსტრირებას,რაც ლაციოს სატურნირო ცხრილის მეორე ადგილის დაკავებაში დაეხმარა.

Le10Sport-ის მტკიცებით,ფრანგული გრანდი სერბი ნახევარმცველის გაფორმების მთავარი ფავორიტები არიან.

ლიგა 1-ის გუნდმა 60 მილიონიანი წინადადება უკვე გაუკეთა ლაციოს,რაზეც უარი მიიღო თუმცა გუნდებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.

გავრცელებული ინფორმაციით მილინკოვიჩ სავიჩი საფრანგეთში გადაბარგების წინააღმდეგი არ არის და ნეიმარის,იკარდის,მბაპეს და დიმარიას გვერდით თამაში სურს.

ნახევარმცველის კონტრაქტი ლაციოსთან 2024 წელს იწურება და გუნდი მის 100 მილიონ ევროზე ნაკლებად გაშვებას არ აპირებს.