Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილინკოვიჩ-სავიჩი რეალის სატრანსფერო რადარზე…

ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდის რეალი ზაფხულში ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს და მათი ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ლაციოს ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი იქნება, რომლის თავის მხრივ ესპანურ გრანდში ტრანსფერის წინააღმდეგი არ არის.

El Nacional-ის ცნობით, 26 წლის ფეხბურთელი რეალის თავკაცის კარლო ანჩელოტის პირადი მოთხოვნაა და გუნდის ხელმძღვანელობა მისი სურვილის დაკმაყოფილებას გეგმავს.

რეალი სერგეის გაფორმებას 2018 წელსაც აპირებდა, თუმცა მაშინ ლაციომ ფეხბურთელის სანაცვლოდ 150 მილიონი მოითხოვა, ახლა კი წყაროს ცნობით არწივებს სერბის სანაცვლოდ 70-75 მილიონის მიღება სურთ.