Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილინკოვიჩ-სავიჩი სეზონის ბოლოს ლაციოს დატოვებს ?

იტალიური მედიის ინფორმაციით, მაურიციო სარისა და ლაციოს ნახევარმცველს სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს შორის არც თუ ისე კარგი ურთიერთობაა და არ არის გამორიცხული, რომ სერბმა ფეხბურთელმა არწივების რიგები სეზონის ბოლოს დატოვოს.

Il Messaggero-ს ინფორმაციით, ჯენოასთან გამარჯვების მიუხედავად ლაციოს გასახდელში საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა, რაც დიდწილად მაურიციო სარისა და რამდენიმე ფეხბურთელს შორის არსებული ცუდი ურთიერთობის დამსახურებაა, ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ 26 წლის ნახევარმცველია.

რამდენიმე დღის წინ ლაციომ ტრადიციული საშობაო ვახშამი გამართა, საიდანაც მილინკოვიჩ-სავიჩი საკმაოდ ადრე წავიდა და ის არც მაურიციო სარის, არც პრეზიდენტის ტრადიციულ სიტყვას არ დაელოდა, რაც მხარეებს შორის არსებული დაძაბულობის კიდევ ერთი მაჩვენებელია.

წყაროს ცნობით, თუ ლაციომ სავიჩის გაყიდვა გადაწყვიტა, მას მსურველების ნაკლებობა ნამდვილად არ შეაწიხებს. სავიჩის სახელი გასულ წლებში იუვენტუსს, მადრიდის რეალს და მანჩესტერ იუნაიტედს არაერთხელ დაუკავშირეს.