Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილინკოვიჩ-სავიჩი სერია ა-ს სტარტისთვის მზად იქნება

ლაციოს სამედიცინო შტაბის უფროსმა განაცხადა,რომ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი 24 ივნისს ჩანიშნულ მატჩში,ატალანტას წინააღმდეგ,სათამაშოდ მზად იქნება.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია,რომ სერბმა ნახევარმცველმა მუხლის არეში ტკივილი იგრძნო,რის შემდეგაც მას MRI ტესტი ჩაუტარდა.

მთავარი ექიმის თქმით,სერბს უბრალო კუნთის გაჭიმულობა აქვს და მისი აღდგენითი პროცესი დიდ დროს არ წაიღებს.